სად დავისვენოთ?

ევროპა / საქართველო / კახეთი

ღვინის ტური

ღვინის ტური კახეთში

საქართველო - ცნობილია როგორც ვაზის სამშობლო. მსოფლიოში ცნობილი 2000 ყურძნის ჯიშიდან 500 ქართულია. გთავაზობთ ღვინის ტურს  კახეთის რეგიონში რომელიც საშუალებას მოგცემთ ეწვიოთ კახეთში მდებარე ღვინის მარნებს, დააგემოვნოთ მათ მიერ შემოთავაზებული ღვინო, მოინახულოთ ადგილობრივი მაცხოვრებლები, დაათვალიეროთ ვენახები და მონაწილეობა მიიღოთ რთველში. ისიამოვნეთ გემრიელი ღვინითა და ადგილობრივი მაცხოვრებლების სტუმარმასპინძლობით ჩვენს კომპანიასთან ერთად, რომელიც გთავაზობთ ექსკურს "თელავის მარანი–ს" ვენახებში და ქარხანაში, ჭაჭის ქარხნის მონახულებას, უძველესი ქართული აბორიგენი ვაზის ჯიშების კოლექცია–მუზეუმის მონახულებას. (340 ჯიშის ვაზი)

ტურის შემადგენლობაში შედის:

  • 5 ტიპის ღვინის დეგუსტაცია კასრებიდან
  • ევროპული ტიპის მშრალი ღვინო
  • კახური ტიპის თეთრი მშრალი ღვინო
  • საფერავი წითელი მშრალი
  • ქინძმარაული წითელი ნ/ტკბილი
  • ვარდისფერი მუსტაკი ნ/მშრალი
  • ჭაჭა კლასიკი
  • ტრადიციული ქართული ვახშამი
  • კახეთის ღირშესანიშნაობების მონახულება
  • ტურის ღირებულებაში შედის:
  • ტრანსფერი
  • სასტუმრო
  • კვება
  • გიდი