სად დავისვენოთ?

ევროპა / საქართველო / კახეთი

სანადირო ტური

სანადირო ტური დედოფლისწყაროში

თუ თქვენ გიყვართ ნადირობა ან უბრალოდ ბუნების წიაღში დასვნება საუკეთესო არჩევანია დედოფლისწყარო, სადაც დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო და შესაბამისი ფაუნა. თბილისიდან 2 საათის სავალზე, მდინარე იორის ხეობაში 700 ჰექტრის ფართობზე გაშლილი ჭალის ტყე და იორის ზეგანის ნაწილი, უამრავი თევზი, (ხრამული, მურწა, წვერა) ფრინველი (კაკაბი, ხოხობი, იხვი,) ცხოველი (კურდღელი, გარეული იხვი, მგელი, ტურა, კატა, მელა) ბინადრობს.

სამონადირეო სასტუმრო ერთდროულად 15 მონადირის მოგემსახურებათ კომფორტული ნომრებით, კეთილმოწყობილი სამზარეულოთი, მოსასვენებელი ოთახებით, ბუხრით.

როგორც ფრინველზე, ასევე ცხოველზე ნადირობისას Premier Travel –ი უზრუნველგყოფთ ტრანსპორტით, ინსტრუქტორებით, გამყოლებითა და ძაღლებით. ტურის ბოლოს გაგიმასპინძლდებით ტრადიციული ქართული კერძებით. სურვილის შემთხვევაში, კომფორტაბელურად მოწყობილ სამზარეულოში სტუმრებს თავად შეეძლებათ მოამზადონ კერძები ნანადირევისაგან.

ტურის ღირებულებაში შედის:

  • სანადირო აღჭურვილობა
  • ტრანსპორტირება
  • სასტუმრო
  • დაზღვევა
  • გიდი