სად დავისვენოთ?

ევროპა / საქართველო / ბათუმი

ეკო ტური

ტური ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეთა სახეობები, რომელიც მსოფლიოში უნიკალურია  შეგიძლიათ ნახოთ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში. ბაღი მოიცავს 2037 სახის მერქანოსან  მცენარეებს. აქ 1200 სახის ვარდია გაშენებული რომელიც აღფრთოვანების გარეშე არ ტოვებს ტურისტებს. ტერიტორია სადაც ბაღი მდებარეობს „მწვანე კონცხს“ ეძახიან.

ბაღი მსოფლიოში უნიკალურია იმ თვალსაზრისითაც რომ აქ არ არის სეზონი არ ყვავოდეს ყვავილები, განსაკუთრებით სანახაობრივია გვიანი გაზაფხული – ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი როცა ეგზოტიკური მცენარეები იჭრებიან თვალისმომჭრელი ფერებით და მთელ კონცხზე გამაოგნებელ სუნს ტოვებენ.

ტურის ხანგრძლივობა: 4 საათი
ტური ხელმისაწვდომია: ყოველ დღე
სეზონი: მთელი წლის განმავლობაში

ტურის ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტირება
  • გიდის მომსახურება
  • მომსახურების ხარჯები