სად დავისვენოთ?

ევროპა / საქართველო / ხევსურეთი

ეკო ტური

ტური ხევსურეთში

ხევსურეთი საქართველოს მაღალმთიანი რეგიონია. აქ გატარებული თუნდაც საათი დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. დაათვალიერეთ ციხეები, ციხე–სოფლები, აკლდამები და სხვა უნიკალური ძეგლები. თქვენ ნახავთ შატილს (1400მ), უნიკალური ხედებით, რომელიც ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც. ასევე ზღვის დონიდან 1880 მეტრზე მდებარე სოფელ მუცოს რომელიც თანამედროვე ხევსურეთის მთავარ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს. გაეცნობით და ეზიარებით ადგილობრივ ტრადიციებსა და ადათ–წესებს.

ტურის ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტირება
  • საოჯახო სასტუმრო ან კოშკი
  • ნაციონალური ქართული სუფრა
  • პიკნიკი ბუნების წიაღში
  • მუზეუმებისა და ძეგლების მონახულება
  • გიდის მომსახურება