სად დავისვენოთ?

ევროპა / საქართველო / საირმე

გამაჯანსაღებელი ტური

ტური საირმეში

სამკურნალო, მინერალური და თერმული წყლებით მდიდარი საბადოები, წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეები, მთის კლიმატი ეს ყველაფერი ერთად გვხვდება ბალნეოლოგიურ კურორტ საირმეში, რაც მას მთელ ევროპაში გამოარჩევს და უნიკალურს ხდის. საირმის მინერალური წყლების საბადო განლაგებულია მდინარე ხანისწყალის ხეობაში, ზღვისდონიდან 880–1000 მ–ის სიმაღლეზე. მინერალური წყლები დადებითად მოქმედებს თირკმლებისა და შარდგამყოფი გზების დაავადებებზე. კურორტის მცენარეული საფარი ძირითადად ფოთლოვანია (მუხა, წიფელი და სხვა) გვხდება წიწვოვანიც. გარდა გამაჯანსაღებელი თვისებებისა საირმეში ბევრია გასართობი ცენტრები როგორც საბავშვო ატრაქციონები ასევე რესტორნები და სამკურნალო სპა-ცენტრები.

ტურის ღირებულებაში შედის:

  • სამედიცინო კონსულტაცია
  • მინერალური წყლები
  • ტრანსპორტირება
  • სასტუმრო