სად დავისვენოთ?

სასტუმრო ჯორჯია პალასი

ევროპა / საქართველო / ქობულეთი

სასტუმრო ჯორჯია პალასი პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა საქართველოს შავიზღვისპირეთში.სასტუმრო მდებარეობს ქობულეთის ცენტრში.აქ შეძლებთ დაისვენოთ  ელეგანტურ და მდიდრულ ატმოსფეროში.

ნომრების რაოდენობა: 156

სასტუმროს ნომრები აღჭურვილია ინტერნეტით, კაბელური ტელევიზიით, ტელეფონით, მინი ბარით, სეიფით, კონდიციონერით, თმის საშრობით.

სასტუმრო გთავაზობთ რამოდენიმე სახის რესტორანსა და ბარს, ესენია: ღამის ბარი La perla, რესტორანი აჭარა, ვესტიბიულის ბარი, აუზის ბარი.სასტუმრო აღჭურვილია 4 სათათბირო ოთახითა და საკონფერენციო  დარბაზით 400 ადამიანზე. სასტუმროში ფუნქციონირებს ექსკლუზიური სპა ცენტრი სადაც გთავაზობენ როგორც სახის ასევე სხეულის გამაჯანსაღებელ პროცედურებს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით.