სად დავისვენოთ?

';

თურქეთი

 

თურქეთი, ქვეყანა ევრაზიაში, რომელიც ანატოლიის ნახევარკუნძულზე მდებარეობს დასავლეთ აზიაში და თრაკეზე (რუმელია) სამხრეთაღმოსავლეთ ევროპის ბალკანეთის რეგიონში. თურქეთს ესაზღვრება რვა ქვეყანა: ბულგარეთი, საბერძნეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი (ნახიჩევანი), ირანი, ერაყი და სირია. სამხრეთით თურქეთს ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა, დასავლეთით ეგეოსის ზღვა, ხოლო ჩრდილოეთით შავი ზღვა. ანატოლიას თრაკესგან აშორებს მარმარილოს ზღვა და თურქეთის სრუტეები (ბოსფორი და დარდანელი), რომლებსაც აზიასა და ევროპას შორის საზღვრად მიიჩნევენ, რის გამოც თურქეთი ტრანსკონტინენტური ქვეყანაა.
 
ორ კონტინენტზე სტრატეგიული მდებარეობის გამო თურქეთის კულტურა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ტრადიციათა უნიკალური ნაზავია. ძლიერი ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური გავლენით რეგიონში ევროპას, ცენტრალურ აზიას, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის, თურქეთმა ბოლო საუკუნეებში სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა.

ტურები

სასტუმროები