სად დავისვენოთ?

ევროპა / საქართველო / მცხეთა

ისტორიული ტური

ისტორიული ტური მცხეთაში

გთავაზობთ ისტორიულ–რელიგიურ ტურს მცხეთასა და ქართლში.

ქალაქი მცხეთა გამოცხადებულია ქალაქ–მუზეუმად და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. მცხეთის მუნიციპალიტეტის მთავარ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს: ქალაქი–მუზეუმი მცხეთა, სვეტიცხოვლის კომპლექსი, მცხეთის ჯვარი, ბებრისციხე, ქსნის ციხე, შიომღვიმის ციხე, ასევე ისტორიული სოფლები –დიდგორი, მუხრანი, წილკანი და ა.შ.

რაც შეეხება ქართლს, მხარის ტერიტორიაზე გელოდებათ ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია: ათენის სიონი, ყინწვისის ეკლესია, სამთავისის ეკლესია, უფლისციხე, რკონის მონასტერი, გორის ციხე და კიდევ მრავალი უნიკალური ძეგლები რომლებიც წარმოდგენას შეგიქმნით საქართველოს ისტორიაზე, ქართულ ტრადიციებზე, და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობაზე.

ტურის ღირებულებაში შედის:

  • ტრანსფერი
  • საოჯახო სასტუმრო
  • გიდი
  • კვება