სად დავისვენოთ?

ევროპა / საქართველო / ქუთაისი

საზაფხულო ტური

ტური ქუთაისში

გიწვევთ ქალაქ ქუთაისის ღირშესანიშნაობების სანახავად რომელიც 1000 წლის წინ გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი იყო. ქუთაისში ნახავთ: გელათის სამონასტრო კომპლექს, რომლის შესასვლელში დაკრძალულია ქართველი მეფე დავით აღმაშენებელი, ბაგრატის ღვთისმშობლის ტაძარი რომელიც ერთიანი ქართული სახელმწიფოს სიმბოლოა, მერვე საუკუნეში აგებული მოწამეთას ტაძარი, სათაფლიის კარსტული მღვიმე, ნაკრძალი, ასევე შეგიძლიათ  მის ტერიტორიაზე დინოზავრის ნაკვალევის მონახულება და კიდევ ბევრი უნიკალური ძეგლები. ღირშესანიშნაობების ნახვის შემდეგ ტრადიციული იმერული სამზარეულო, გასართობი ცენტრები და სტუმართმოყვარე მასპინძელი ოჯახურ ატმოსფეროს შეგიქმნით, რომელიც გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.

ტურის ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტი
  • სასტუმრო
  • კვება
  • გიდი
  • ძეგლების მონახულება