სად დავისვენოთ?

ევროპა / საქართველო / ბორჯომი

რელიგიური ტური

ისტორიული ტური ბორჯომში

სანახაობრივი და სამკურნალო, კლდეში გამოკვეთილი ციხე–ქალაქი  და ბალნეოლოგიური ქალაქი –კურორტი, ვარძია და ბორჯომი და ეს ყველაფერი PremierTravel-თან ერთად 2 დღის განმავლობაში. ტური სტარტს ვარძიაში აიღებს რომელიც საქართველოს ერთ–ერთი პოპულარული ძეგლთაგანია, ის XII საუკუნეში აიგო, იქ სრულიად თავისებური სამყაროა–მკაცრი, დიდებული და რომანტიკული. ვარძია  ქვაში ნაგები ქალაქია რომელშიც ასობით გამოქვაბული დაითვლება. რაც შეეხება ბორჯომს ის საქართველოს აღმოსავლეთში ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე მდებარეობს და მდიდარია სამკურნალო, მინერალური წყლების საბადოებით, წიწვონი ტყეებით, მთის კლიმატითა და ულამაზესი პარკით რომელიც ფართობის მიხედვით ევროპის ერთ–ერთ ყველაზე დიდი დაცული ტერიტორიაა.  ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში, რომლის შემოგარენი მდიდარია ისტორიული ძეგლებით.

ტური გთავაზობთ:

  • გამგზავრება უფლისციხეში, უფლისციხის მონახულება;
  • გამგზავრება ბორჯომში;
  • სასტუმროში დაბინავება,
  • ბორჯომის პარკში გასეირნება, ლაშქრობა, ცხენოსნობა;
  • მინერალური წყლების დაგემოვნება;
  • ტურის ღირებულებაში შედის:
  • ტრანსპორტირება
  • სასტუმრო
  • კვება
  • გიდი