სად დავისვენოთ?

ევროპა / საქართველო / ჩაქვი

ეკო ტური

ტური მტირალასა და ისპანის ნაკრძალში

აჭარაში 3 დაცული ტერიტორიაა, რომელიც რეგიონის 15 %შეადგეს. მტირალას ეროვნული პარკი, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები. გთავაზობთ მათ დათვალიერებას გიდის თანხმლებით.

ბუნებაში ძნელად თუ მოიპოვება ბუნების ისეთი უნიკალური ბიომრავალფეროვნება, როგორიც მტირალასათვისაა დამახასიათებელი. განუმეორებელი ბუნება, მდინარის ხეობა და სასიამოვნო სიგრილე საშუალებას გაძლევთ თავი მოარიდოთ ქალაქის სიცხეებს. თქვენს განკარგულებაშია სალაშქრო ბილიკები, ცხენით გასეირნება, სპორტული თევზაობა. ადგილზე არსებული საოჯახო რესტორანი კარგი საშუალებაა დააგემოვნოთ აჭარული კერძები და განუმეორებელი თაფლის არაყი.

ისპანი მდებარეობს ქალაქ ქობულეთის მახლობლად, შავი ზღვის სანაპიროზე. იგი უნიკალური ადგილია თავისი ჭარბტენიანობით, მცენარეებით და ტორფის სტრატიგფიებით. მერქნიანსა და ფაგნუმიან ბალოტის ზედაპირზე კომპანიონობას გაგიწევთ სპეციალური თხილამურებით აღჭურვილი გიდი. ბალოტი,რომელსაც სქელი ზედაპირი აკრავს და შედგება 95% წყლისაგან, უნიკალურია მთელს მსოფლიოში.

კინტრიშის დაცული ტერიტორია 14 000 ჰექტარს მოიცავს,იგი 1956 წელს დაარსდა კოლხური ტყის დასაცავად,რომელიც ორივე მხრიდან გარშემორტყმულია მთებითა და მდინარის შენაკდებით. სიმწვანეში გახვეული გარემო უფრო შთამბეჭდავს ხდის იქაურობას. კემპინგის მოყვარულებს გთავაზობთ სპეციალურ აღჭურვილობას და ბილიკებს რომლებიც სოფელ ხინოსა და ტბასთან მიგიყვანთ რაც დაუვიწყარს გახდის თქვენს მოგზაურობას.

ტურის ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტირება
  • გიდი
  • პიკნიკი
  • ბილეთის მოსაკრებელი