სად დავისვენოთ?

ევროპა / საქართველო / ქედა

ღვინის ტური

ღვინის ტური ქედაში

ქედის რაიონი უძველესი დროიდან გამოირჩევა მევენახეობა–მეღვინეობით. 2011 წლიდან კი რაიონს შეემატა "აჭარული ღვინის სახლი", ღვინის მინი-საწარმო, რომელშიც უნიკალური ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინო "ჩხავერი" ჩამოისხმება.

ღვინის ტური ქედის რაიონში საშუალებას გაძლევთ დააგემოვნოთ მათ მიერ შემოთავაზებული ღვინო, გაეცნოთ ადგილობრივი მაცხოვრებლების ყოფას, სამზარეულოს და ხალხურ შემოქმედებას, დაათვალიეროთ ვენახები და მონაწილეობა მიიღოთ რთველში, ისიამოვნოთ გემრიელი ღვინითა და ადგილობრივი მაცხოვრებლების სტუმარმასპინძლობით.

ტური გთავაზობთ დაათვლიეროთ როგორც, ისტორიული ძეგლები, ხიდები, ციხეები ასევე დააგემოვნოთ ტრადიციული აჭარული სამზარეულო და მიიღოთ მონაწილეობა ღვინის დაწურვაში.

ტურის ღირებულებაში შედის:

  • ტრანსპორტირება
  • კვება
  • საოჯახო სასტუმრო
  • გიდი