სად დავისვენოთ?

ევროპა / საქართველო / წყალტუბო

გამაჯანსაღებელი ტური

ტური წყალტუბოში

საქართველოს კიდევ ერთი სიმდიდრე–წყალტუბო ცნობილია ბალნეოლოგიური და სამკურნალო თვისებებით. წყალტუბო მრავალმხრივი კურორტია და განსაკუთრებით განთქმულია თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით. წყალი რბილი, კამკამა და უსუნოა, მისი ტემპერატურაა 33-35°. კურორტ წყალტუბოს მინერალურ წყლებს დიდი ხნის ისტორია აქვს. წყალტუბოს წყაროებს იყენებენ რევმატიზმებისათვის სახსრებისა და პერიფერიულ ნერვულ სისტემით დაავადებულთა სამკურნალოდ. სასარგებლოა აგრეთვე გულის, ნერვოზის, სისხლის ძარღვების, სკლეროზისა და ვენების დაავადების სამკურნალოდ. წყალტუბოს ბუნებრივი სიმდიდრეა ტყე. ის ერთერთი დასასვენებელი და სამკურნალო ადგილია თავისი სანატორიუმებითა და სასტუმროებით, რომლებიც პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს.