სად დავისვენოთ?

ევროპა / საქართველო / სვანეთი

საზაფხულო ტური

ტური სვანეთში

სვანეთი მთიანი რეგიონია და კავკასიის ფერდობზე მდებარეობს. 5000 მეტრის სიმაღლის მწვერვალებს შორის შეყუჟული, თბილისიდან 10 საათის სავალ გზაზე მდებარეობს. იგი მსოფლიოში გათქმულია თავისი არქიტექტურული საგანძურით და ულამაზესი ლანდშაფტით. ტური შესაძლებლობას მოგცემთ აღმოაჩინოთ და დატკბეთ კავკასიის უმაღლესი მწვერვალებითა და მყინვარებით, მოინახულოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, კოშკები, მუზეუმები, შეისწავლეთ და დააგემოვნეთ ადგილობრივი სამზარეულო და ქართული სახელგანთქმული ღვინოები. სვანეთი თავისი განსაცვიფრებელი მთებით, მინდვრებით, მყინვარებითა და ტყეებით დაუვიწყარ თავგადასაველებსა და აღმოჩენებს გაჩუქებთ. სანახაობრივ ტურთან ერთად გთავაზობთ საფეხმავლო და საცხენოსნო ტურებს.

ტურის ღირებულებაში შედის:

  • საოჯახო სასტუმრო
  • გიდი
  • ტრანსპორტი
  • მუზეუმების დათვალიერება
  • ტრანსფერი
  • კვება