სად დავისვენოთ?

ევროპა / საქართველო / რაჭა

ექსტემალური ტური

ჯომარდობა რაჭაში

საქართველო მდიდარია თავისი წყალუხვი მდინარეებით, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ყველაზე ექსტრემალური და გასართობი  ტურის, ჯომარდობის ჩასატარებლად. ჯომარდობის მოყვარულები მძაფრი შეგრძნებების განცდის მიზნით სხვადასხვა სირთულეების მდინარეებზე ეშვებიან რეზინის გასაბერი ნავებით, კრისტალურად სუფთა მთის ნაკადებით, ღრმა ხეობებით და სწრაფი მდინარეებით ჯომარდობისთვის საქართველო კერძოდ კი რაჭა ერთ– ერთი საუკეთესო ადგილია მსოფლიოში, რომელიც დასავლეთ საქართველოს ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ჩვენ გთავაზობთ მდინარე რიონს, რომელიც მიედინება ულამზეს ხეობაში.

დამატებითი შთაბეჭდილებისათვის გთავაზობთ თევზაობასა და რაჭის სანახაობების დათვალიერებას.

ტურის მსვლელობაში შედის:

  • ნიკორწმინდის ეკლესიის, უდაბნოსა და საყინულეს დათვალიერება
  • თევზაობა
  • კვება (ორჯერადი)
  • დაბანაკება
  • დაშვება უწერიდან ამბროლაურამდე (3 სთ.)
  • ტურის ღირებულებაში შედის
  • ტრანსპორტი
  • ინსტრუქტორი
  • კარვები, საძილე ტომრები
  • საჯომარდო აღჭურვილობა
  • სათევზაო აღჭურვილობა

ჯომარდობის წინ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ინსტუქტაჟი