სად დავისვენოთ?

';

მალდივი

მალდივის რესპუბლიკა — სახელმწიფო სამხრეთ აზიაში, მალდივის კუნძულებზე (ინდოეთის ოკეანე). მალდივის არქიპელაგი მოიცავს 1.190 მცირე კუნძულ-ატოლს, რომელთაგან მხოლოდ 220-ია დასახლებული. ინდოეთისგან სამხრეთ-დასავლეთით განლაგებული, კუნძულები გადაჭიმულია 764 კმ-ით ჩრდილოეთით სამხრეთამდე და 130 კმ-ით აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ფართობით 115 298 კმ2.

თვითონ კუნძულები არის ძველი ჩაძირული ვულკანური მთების მწკრივი. ყველა კუნძულუ საკმაოდ დაბალია, მათი სიმაღლე ზღვის დონიდან არ აღემატება 6 ფუტს (1.8 მეტრს). ბევრი მათგანი შემოსაზღვრულია ბარიერული რიფით, რომელიც იცავს მათ მუსონების ზემოქმედებისგან. ცხელი და ნესტიანი კლიმატის გამო, ტემპერატურა მერყეობს 79ო F (26ო ჩ)-დან 92ო F (33ო ჩ)-მდე. ნალექების საშუალო დონე აღწევს 59 ინჩს (150 სმ). ცხელი და ნესტიანი კლიმატის გამო, აქ მალარია საყოველთაოდაა გავრცელებული. უხვი მცენარეული საფარი შეიცავს ქოქოსის პალმებს, პურის ხეებს და ტროპიკულ ბუჩქებს. თევზები და კუები ოკეანეში უხვადაა. ძირითადი კულტურებია ნესვი, კაკაო, მანიოკა, ტკბილი კარტოფილი და ბატატი.

ტურები

სასტუმროები